🔝 დასავლეთ საქართველოში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ცივი შესხურების მეთოდით სიმინდის მასივების, ხოლო თერმული ნისლის ტექნოლოგიით საკარმიდამო ფართობების დამუშავებას. შეწამვლითი ღონისძიებები, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. ➡ თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა, დასავლეთ საქართველოს შემდეგი სოფლები: სამეგრელოს რეგიონი: 🔹ქალაქი ფოთი 🔹 სენაკის მუნიციპალიტეტი – კოტიანეთი, ნოქალაქევი, ძველი სენაკი; 📌 გურიის რეგიონი: 🔹 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – კონჭკათი და ოზურგეთი; 📌 იმერეთის რეგიონი: 🔹 ტყიბულის მუნიციპალიტეტი – გურნა, ხრესილი, ჯვარისა. ⚠✔ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი თერმული ნისლით შეწამვლის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას 24 საათით ადრე სატელეფონო გზავნილის მეშვეობით აფრთხილებს. 🔵 შეწამვლით სამუშაოებს, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაცო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და მამუკა პაპასკირი, სურსათის ეროვნული სააგენტოს წამომადგენლები გაეცნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პროცესში, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მავნებლის მექანიკური მეთოდებით განადგურების მიზნით, საკარმიდამო ტერიტორიებზე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟება, რომელიც დიდი რაოდენობით იზიდავს ფაროსანას და რამდენიმე წამში ანადგურებს. ✔✔ დღეისათვის დასავლეთ საქართველოში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით 125 370 ჰექტარი ფართობია დამუშავებული. რეგიონებში განთავსებულია 36 800 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რომლის მეშვეობით წერტილოვანი შეწამვლა 22 405.15 ჰა ფართობზე განხორციელდა (აქედან, ტყისპირა პერიმეტრი – 8 483 ჰა; სიმინდის მასივები – 33 425.25 ჰა). ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლების ტერიტორიებზე, განთავსებულია 3074 ფერომონი. 📣 ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.parosana.ge ☎️ ცხელი ხაზი: 1️⃣5️⃣ 0️⃣1️⃣