📌საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ხახუბიასთან და მერის მოადგილეებთან-კონსტანტინე თოფურიასთან,მამუკა პაპასკირთან და პაატა ლაგვილავასთან ერთად კუნძულ კოლიმბარზე და სამხრეთ მოლის ტერიტორიაზე ფოთელ მეთევზეებს შეხვდა. წინა შეხვედრებზე მათ მიერ წამოჭრილი საკითხებიდან, ნაწილი საკანონმდებლო დონეზე უკვე გადაწყდა, მათ შორის პალიასტომის ტბაზე თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით სარგებლობის საკითხი. 📌მეთევზეების მოთხოვნის საფუძველზე, ,,თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის N423 დადგენილებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საკითხი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტში, შემუშავებულ იქნა კანონპროექტი და წარდგენილია მთავრობის სხდომაზე განსახილველად. პროცესში აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მიმდინარეობს კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან. 📌დღევანდელ შეხვედრაზე სეინერებით თევზჭერის სფეროში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.