ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ხორციელდება სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, შიდა ფასადის რემონტი, ვენტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟი. პროექტი დაკორექტირდა და მასში გათვალისწინებული იქნა თეატრის ხელმძღვანელთა შენიშვნები. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი თებერვალში უნდა დასრულდეს. მეორე ეტაპის საპროექტო წინადადებაზე, რაც გარე ფასადის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო. თეატრის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.