21 აგვისტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის მეჩვიდმეტე (რიგგარეშე) მოწვევის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ და დამტკიცებულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი.
სხდომაზე მიღებული დადგენილების შესაბამისად ცვლილება შევიდა ქალაქის მთავარ საფინასო დოკუმენტში, რომლის მიხედვით ბინათმშენებლობის ხარჯები გაიზარდა 250 ათასი ლარით
თანხები დაემატა მრავალსართულიანი სახლების სახურავების კაპიტალურ შეკეთებას და პროექტირებას,
ასევე თანხები დაემატა №5 და №17 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში გათბობის სისტემების მოსაწყობად
გაიზარდა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის პროექტირება და კეთილმოწყობის
ღონისძიებებისთვის ხარჯები გაიზარდა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობი“ -ს თანხა.
სხდომაზე მიღებულ იქნა ერთი დადგენილება.