აგვისტოს ბოლოს პროექტ ,,სოციალური ინკლუზია – მუნიციპალური სერვისების განვითარება ხანდაზმულების, შშმ ბავშვებისა და მოზარდებისათვის” ფარგლებში შვედეთის სამეფოს მუნიციპალიტეტ ოსტამმარში სამუშაო ვიზიტით პროექტის სამუშაო და საზედამხედველო ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბაქარ ერაგია და ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე თორნიკე შონია.
დელეგაციის წევრები სასწავლო ვიზიტით ესტუმრნენ სხვადასხვა მიმართულების სოციალურ საცხოვრისებს და რეაბილიტაციის ცენტრებს.
ქალაქ ოსტამმარის მერთად და სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განიხილეს პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.
ვიზიტის ბოლო დღეს დელეგაციის წევრებს უმასპინძლა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვედეთის სამეფოში ბატონმა მალხაზ კაკაბაძემ.
პროექტის ფარგლებში ,,სოციალური ინკლუზია – მუნიციპალური სერვისების განვითარება ხანდაზმულების, შშმ ბავშვებისა და მოზარდებისათვის” ქალაქ ფოთში გაიხსნა ხანდაზმულთა დღის ცენტრი, გადამზადდა 27 სოც. მუშაკი.
ასევე ქალაქს გადაეცა ადაპტირებული მიკრო ავტობუსი, რომელიც ემსახურება ,,კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის’’ – შშმ ბავშთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს.
პროექტი დასრულების ვადააა 2019 წლის დეკემბერი და ფინანსდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ