ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია დადიანის ქუჩის №40 და №42 სახლების მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ საჭიროებებსა და პრობლემებს გაეცნო. უახლოეს მომავალში დაკმაყოფილებული იქნება მობინადრეთა მოთხოვნა ალტერნატიული საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ, სადაც გადატანილი იქნება სატვირთო ავტომობილების მოძრაობა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე სატრანსპორტო კომპანიების ჩართულობით იმუშავებს. ალტერნატიული გზა დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს ავტომობილების მოძრაობისაგან გამოწვეული ხმაურისა და მტვრისაგან დაიცავს. კეთილმოეწყობა საცხოვრებელი სახლების ეზოები და გაკეთდება საბავშო მოედნები.