ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას ბრძანებით, საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ქალაქში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკებსა და დამსახურებულ საზოგადო მოღვაწეებს, აგრეთვე ხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულ წარჩინებულ სტუდენტს, ფულადი ჯილდოს სახით 500-500 ლარი გადაეცათ. მატერიალური წახალისება გადაეცათ ლეილა ხონელიძეს, ფერიდე კეკელიას, თეონა თეზელაშვილს, გიორგი ჯანელიძეს, ჯანიკო დანელიას, ნიარა ჭიჭინაძეს, მაგული კონტრიძეს, ირაკლი თუშიშვილს.
