4 სექტემბერს ფოთში დასაქმების ფორუმი ტარდება. 25 ორგანიზაცია, რომელთა შორისაა მსხვილი სატრანსპორტო და გადამზიდავი კომპანიები, სავაჭრო ობიექტები და სასტუმროები, დასაქმების მსურველებს ვაკანტურ თანამდებობებს შესთავაზებენ. დასაქმების ფორუმს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები წარუძღვებიან. ფორუმი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიასა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების მიზანია ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებელთა და სამუშაოს მაძიებელთა შორის უშუალო კომუნიკაციის დამყარება. დასაქმების ფორუმი 4 სექტემბერს 14 საათზე მარჯანიშვილის ქუჩა #1 რესტორანში „ვერსალი“ გაიმართება.