დღეს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფრაქცია „ქართული ოცნება“, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები“ და ფრაქცია „ქართული ოცნება -კონსერვატორების“ გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ფრაქციის წევრებმა იმსჯელეს ქალაქ ფოთის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეორგანიზაციის შესახებ.
თვითმმართველობის ინტერესებიდან გამომდინარე, ქალაქში სახელოვნებო სამხატვრო განათლების ხელშეწყობის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების განვითარების, ხალხური რეწვის დარგების აღდგენა -შენარჩუნების ასევე კანონით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და აკრედიტაციის მოპოვების, ფოლკლორისა და მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით და საგამოფენო დარბაზის საქმიანობის განვითარების მაღალი ხარისხის მისაღებად, მიზანშეწონილად მიიჩნიეს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების დაყოფა, რის შემდომაც სტრუქტურული ერთეულები ჩამოყალიბდება შემდეგ იურიდიულ პირებად: ფოლკლორის ცენტრი, მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრი, სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი და საგამოფენო დარბაზი.
საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის მიზნით იმსჯელეს სოციალური სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის და სოციალური კვლევის ცენტრის ერთ ა(ა) იპად ჩამოყალიბებაზე, რომელთა გაერთიანების შემდგომაც შეიქმნება ა (ა) იპ სოციალური და მუნიციპალური მომსახურების ცენტრი.
ფრაქციის სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ა(ა)იპ სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ა(ა)იპ ტურიზმის განვითარების ცენტრის გაერთინებას, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება ა (ა)იპ სპორტისა და ტურიზმის ცენტრი. ფრაქციის წევრების შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცეს სხდომაზე მოწვეულმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გაერთიანებული ფრაქციის სხდომამ ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ ცვლილებებს და საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გასატანად საკითხები შემდგომი განხილვის მიზნით გადაეგზავნება საკრებულოს ბიუროს სხდომას. ხვალ, 3 სექტემბერს, ამ საკითხებზე გაიმართება საკრებულოს შესაბამისი კომისიის სხდომები.
სხდომას საკრებულოს წევრების მოწვევით ესწრებოდნენ მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა, ა(ა)იპების ხელმძღვანელები და მერიის სამსახურის უფროსები.