4 სექტემბერს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის მეცხრამეტე, რიგგარეშე მოწვევის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ და დამტკიცებულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი.
სხდომაზე მიღებული განკარგულებების შესაბამისად, თვითმმართველობის ინტერესებიდან გამომდინარე, ქალაქის მერს მიეცა თანხმობა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების დაყოფისა და გაერთიანების შესახებ, რის შემდგომაც ა (ა) იპ “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი სახელოვნებო ცენტრის” რეორგანიზაციის შემდეგად შეიქმნა შემდეგი იურიდიული პირები:
ა (ა) იპ ფოლკლორის ცენტრი;
ა (ა) იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრი;
ა (ა) იპ სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი;
ა (ა) იპ საგამოფენო დარბაზი.
საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის მიზნით იმსჯელეს სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის და სოციალური კვლევის ცენტრის ერთ ა(ა) იპად ჩამოყალიბებაზე, რომელთა გაერთიანების შემდგომაც შეიქმნა – ა (ა) იპ სოციალური მომსახურების ცენტრი.
სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ა(ა)იპ სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ა(ა)იპ ტურიზმის განვითარების ცენტრის გაერთინებას, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა – ა (ა)იპ სპორტისა და ტურიზმის ცენტრი.
სხდომაზე მიღებულ იქნა სამი განკარგულება.