ფოთში, პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრმა თემებზე: – „პოლიტიკური პიარი, ლიდერობა და პოლიტიკური მენეჯმენტი“ და “ანგარიშის მომზადება ეფექტური პრეზენტაცია, პროექტების წერა“ ტრენინგი ჩაატარა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, მოადგილე აკაკი დარჯანია, საკრებულოს წევრები, მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.
შეხვედრის პირველი თემა „პოლიტიკური პიარის, ლიდერობისა და პოლიტიკური მენეჯმენტის“ საკითხს დაეთმო. იგი პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის იყო განკუთვნილი, რამდენიმე მოდულს მოიცავდა და პოლიტიკოსებს მიაწოდა ინფორმაცია ლიდერობაზე, პოლიტიკური იმიჯის შექმნის ხელოვნებაზე, ეფექტური კომუნიკაციის სახეებზე, სტრატეგიულ დაგეგმარებას, კრიზისული სიტუაციების მართვასა და ეფექტური პრეზენტაციის შესახებ.
ტრენინგის მეორე თემის ირგვლივ აუდიტორიამ ანგარიშის მომზადება და პროექტების წერის შესახებ მიიღო დეტალური ინფორმაცია. ეს საკითხი იმ პირებისთვის იყო განკუთვნილი, ვინც წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელებისთვის ანგარიშებს ამზადებს.
დაინტერესებული საჯარო მოხელეები, ასევე პროექტის წერის ტექნიკურ და შინაარსობრივ მეთოდიკას გაეცნენ. ტრენინგი კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეები მასში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
ტრენინგს პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის დირექტორი თამარ ჩიბურდანიძე–ლომთაძე უძღვებოდა.