პირველად ფოთში, შერეულ ორთაბრძოლებში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ პარკში ჩატარდა, რომელშიც სომხეთის, ინგუშეთის,აზერბაიჯანის და საქართველოს 70-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ფოთელი სპორტსმენებიდან პირველი ადგილი, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ირაკლი შამათავამ, მიხეილ კუკავამ და ბადრი მოდებაძემ დაიკავეს. გამარჯვებული სპორტსმენები ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ დიპლომებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
![ფოთმა შერეულ ორთაბრძოლებში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/02/69965255_2571747029548024_1403555455036293120_o.jpg)