✔ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ოფისის დირექტორს დავით ბზიავას შეხვდნენ, სადაც თიზ-ში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრეს. „ ფოთის ინდუსტრიული ზონა არის ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი და მისი გაცოცხლება, მისი აქტიური ამუშავება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ასეთი მსხვილი ჩინური კომპანიის გამოჩენა ინდუსტრიულ ზონაში წარმატების მომტანი იქნება როგორც ქალაქისთვის,ასევე ქვეყნისთვისაც”-განაცხადა შეხვედრისას ქალაქის მერმა. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მფლობელი ჩინური კომპანია ,,CEFC“-ია. კომპანია ენერგეტიკის, საფინანსო, კომერციულ, სავაჭრო და ლოგისტიკის სფეროებში საქმიანობს და ის ,,Fortune Global 500“-ის შემადგენლობაში შედის. ჩინური კომპანია, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებას ინვესტიციების მოზდვით გეგმავს. ფოთის თიზ-ის შესახებ შეთანხმებას ხელი სიემენში გამართული ჩინურ-ქართული ბიზნესფორუმის ფარგლებში მოეწერა. ამ ეტაპზე ფოთის თიზში 120-მდე საწარმოა რეგისტრირებული.