🔹 შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და მამუკა პაპასკირი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსთან, ოთარ არევაძესთან ერთად, ფოთის საჯარო სკოლებში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ. 🔹საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N -13 განკარგულებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ქალაქ ფოთის №1, №3, №4, №6 და №8 საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსდა. 🔹პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლებში სახურავის კაპიტალური რემონტი, სველი წერტილების მშენებლობა, ეზოს კეთილმოწყობა და სხვა აუცილებელი სამუშაოები ხორციელდება. 🔹პროექტის ღირებულება 454 502 ლარია.