🔹 საგამოფენო დარბაზში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სასწავლებლის, ხის მხატვრული დამუშავების ფაკულტეტის მოსწავლეთა შემაჯამებელი გამოფენა მოეწყო. 🔹გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური საცხოვრისის დგამ-ავეჯი და ხის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. 🔹 შემაჯამებელი გამოფენა ქალაქ ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავამ დაათვალიერა . „ სამხატვრო სასწავლებელი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, სულიერად და შემოქმედებითად ზრდის ჩვენს თაობებს. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ მხარდაჭერა, გვერდში დგომა და გისურვოთ წარმატებები,”- განაცხადა მერის მოადგილემ. 🔹 გამოფენაზე ასევე გამოიფინა სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგების – ბადრი ბახტაძისა და ჯანო დანელიას მიერ შესრულებული მოზაიკური პანო „წმინდა გიორგი“.
