✅ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში საქამისწარმოების ახალ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე მორგებული მოდულები თანამშრომლებს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ბიზნეს ანალიტიკოსმა ირმა სიხარულიძემ გააცნო.
✅ ახალი მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებული სისტემა უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას, საქმისწარმოების გამჭვირვალე პროცესებს, ელექტრონულ სერვისებზე ონლაინ წვდომის შესაძლებლობას და შემცირებულ ბიუროკრატიას. რეფორმის ფარგლებში დასანერგი ელექტრონული მოდულები ერთიანდება სამ ძირითად პლატფორმაში:
👉ms.gov.ge – ონლაინ განცხადებების მართვის სისტემა
👉mm.gov.ge – ერთიანი ელექტრონული საქმის წარმოების სისტემა
👉maps.gov.ge – გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემა
✅ პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობით ხორციელდება.