25 სექტემბერს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის მეოცე მოწვევის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ და დამტკიცებულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი.
სხდომაზე მიღებული განკარგულებების შესაბამისად, საკრებულომ ცნობად მიიღო 2019 წლის ბიუჯეტის მე-2 კვარტლის და ასევე 6 თვის შემოსულობებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობა.
ცვლილება შევიდა 2019 წლის ბიუჯეტში
შეტანილ იქნა ცვლილება ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს განკარგულებაში, რის შედეგადაც გაუქმდა დავით აღმაშენებლის ქ #15-ში მდებარე მიწის ნაკვეთის არსებული ფუნქციური ზონა საზოგადოებრივ-საქმიანი 2 და მიწის ნაკვეთს მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი 1 ზონის სტატუსი განაშენიანების, ინტენსივობის და გამწვანების პარამეტრებით.
მიეცა თანხმობა ქალაქის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების შპს „ფოთის ქალაქტრანსპორტისათვის“ უსასყიდლო სარგებლობის (თხოვება) უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
სხდომაზე მიღებულ იქნა ერთი დადგენილება და ხუთი განკარგულება.