27 სექტემბერს, ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ფოთში საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების წარდგინება გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, საკრებულოს წევრები, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, ფოთისა და ხობის მიტროპოლოტი მეუფე გრიგოლი, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, საზოგადოების და სამღვდელოების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე მომხსენებლებმა ნიკო ნიკოლაძის ღვაწლზე და საზოგადოების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
27 სექტემბერს ქართველი პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის, ერთ- ერთი უდიდესი მოაზროვნის ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 176 წელი შესრულდა