● 27 სექტემბერს სრულიად საქართველომ უკვე 26-ედ მიაგო პატივი აფხაზეთის ომის დროს დაღუპულ გმირებს. ●ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გვირგვინით შეამკო. ●”ჩვენს თაობას მხრებზე აწევს ვალდებულება აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა, ჩაშლილი ხიდი ორ მოძმე ხალხს შორის, მშვიდობიანი და უსაფრთხო თანამშრომლობა. ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში, ამის მტკიცედ მჯერა“-განაცხადა ქალაქ ფოთის მერმა გოჩ აკურდღელიამ. ● სოხუმის დაცემიდან დღეს 26 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
