📌 ფოთის ვ.გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ქალაქ ფოთის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ხახუბიასთან ერთად დაათვალიერა.
📌ამჟამად, შენობის სარდაფის, სახურავის, სამსახიობო-საგრიმიორო ოთახებისა და შიდა სივრცის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე მონტაჟდება ვენტილაციისა და გაგრილების სისტემები.
📌 სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება მეორე ეტაპს, რაც გარე ფასადის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, აღნიშნულზე უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება.
📌თეატრის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 795, 998 ლარს შეადგენს.
