📍 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, მშვიდობის ქუჩაზე, პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება,რომლის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის შენობა შეემატება.
📍ტერიტორია,სადაც უახლოეს პერიოდში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა უნდა დაიწყოს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავამ მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ხახუბიასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
📍პროექტის ფარგლებში სასტუმრო „აიეტის“დევნილთა დასახლებაში საბავშვო მოედნისა და ბუნგალოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
📍პროექტის დონორი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (kfw) და საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობაა და მას ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს.