5 ოქტომბერი
🔹12:00 – ,,საუბრები ლიტერატურაზე’’ ახალგაზრდა მკითხველების მიერ საყვარელი ევროპელი ავტორების ნაწარმოებთა წარდგენა და განხილვა; საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზი; მისამართი: ფოთი, წმინდა ნინოს N 4; 🔹14:00-,,ძველი ზღაპრების ახალი სოცოცხლე’’, მიუზიკლი ევროპელი და ქართველი მეზღაპრეების გაცოცხლებული გმირების მონაწილეობით; სსიპ მეშვიდე საჯარო სკოლა მისამართი: ფოთი, ჭყონდიდელის N 33;
🔹16:00 ,,ჩემი ქალაქის სელფი’’ ევროპულად დაგეგმარებული ფოთის ისტორია…ფოთში ევროპელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული და ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის პერიოდში აგებული ღირსშესანიშნაობების შესახებ; (საფეხმავლო ტური და ფოტოგადაღებები): შეკრების ადგილი ნიკო ნიკოლაძის კოშკი
📍 6 ოქტომბერი
🔹 12:00-,,ვხატავთ შედევრებს“ – საუბრები ევროპულ მხატვრობაზე, ცნობილ ევროპელ ფერმწერთა შედევრების შექმნის ისტორიები, პოპულარული ნამუშევრების (მინაბაძების) ხატვის სასწავლო გაკვეთილები ჩატარების ლოკაცია ნიკო ნიკოლაძის კოშკის მიმდებარე მოედანი;
🔹ევროპული ქორეოგრაფიული ხელოვნების საუკეთესო ნაწარმოებების პრეზენტაცია თანამედროვე ცეკვის მკვლევარის, ხათუნა მზარელუას მიერ და ფრანგი ქორეოგრაფის ანჟელენ პრელჟოკაჟის ახალი ბალეტის ,,ფრესკა” ექსკლუზიური (ნებადართული) ვიდეოჩვენება; მისამართი: ნიკო ნიკოლაძის კოშკი, რუსთაველის რკალი N4;