ფოთში, კოსტავას ქუჩაზე, საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობის სამუშაოებს მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან ერთად გაეცნო.
📣 პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს:
✅ ბაზალტის ბორდიურების მოწყობა;
✅ ტროტუარზე ეზოდან წყლის გადმომღვრელი მილების მონტაჟი; ✅დაწნეხილი ფერადი ბეტონის ფილების დაგება;
✅გადასასვლელებზე რკინაბეტონის საფარის მოწყობა.
📌პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 341, 644 ლარს შეადგენს.
