საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება.
🔹2019 წლის ევროპის მემკვიდრეობის დღეები ფოთში , საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში ღონისძიებით „საუბრები ლიტერატურაზე“ გაიხსნა,სადაც საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებული სალონი „გულის სამელნეს“ ახალგაზრდა მკითხველებმა მსმენელს საყვარელი ევროპელი ავტორების ნაწარმოებები წარუდგინეს და განიხილეს.
🔹ღონისძიების ფარგლებში, სსიპ მეშვიდე საჯარო სკოლაში – საგანმანათლებლო-ლიტერატურული მიუზიკლი „ ძველი ზღაპრების ახალი სიცოცხლე“ გიმართა,სადაც მოსწავლეებმა ევროპელი და ქართველი მეზღაპრეები გააცოცხლეს.
🔹ღონისძიება ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2019 წლის საერთო თემის „ხელოვნება და სანახაობა“ ფარგლებში იმართება.
🔹ფოთის მუნიციპალიტეტში ყოველწლიური ღონისძიებათა ციკლი “ევროპის დღეები 2019” 5 და 6 ოქტომბერს, ორი დღის მანძილზე გრძელდება.
🔹6 ოქტომბერს ნიკო ნიკოლაძის კოშკში ევროპული ქორეოგრაფიული ხელოვნების საუკეთესო ნაწარმოებების პრეზენტაცია თანამედროვე ცეკვის მკვლევარის, ხათუნა მზარელუას მიერ და ფრანგი ქორეოგრაფის ანჟელენ პრელჟოკაჟის ახალი ბალეტის ,,ფრესკა” ექსკლუზიური (ნებადართული) ვიდეოჩვენება მოეწყობა.
🔹„ევროპის მემკვიდრეობის დღეების” ჩატარების ინიციატივა ჯერ კიდევ 1985 წელს გაჩნდა, დღის ხოლო 1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის სახე მიიღო, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება. ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები ევროპის საბჭოს მიერ შერჩეული თემის ირგვლივ აღინიშნება. 🔹ფოთში ‘ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019’ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით იმართება.