7 წლიანი პაუზის შემდეგ, ფოთის ცენტრალურ სტადიონზე პირველი მატჩი გაიმართა.
🔹 ფოთის „კოლხეთი 1913“ ზუგდიდის „ზუგდიდს“ მასპინძლობდა,რომელსაც გულშემატკივრებთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი,ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია,ფოთის მერი გოჩა კურდღელია,მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი,საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ესწრებოდნენ. „ ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად, ფოთის საფეხბურთო გუნდი თამაშობს თავის ქალაქში, რაც მახარებს. სწორედ ამიტომ ვიმყოფები აქ. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო აკადემიას აშენებს, რაც ხელს შეუწყობს არამარტო ფოთში, არამედ მთლიანად ამ რეგიონში ბავშვების ჩართულობას. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა. 🔹ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა.აშენდა 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა. მოეწყო შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები.
🔹„მინდა ყველა ფოთელს მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან დღეს ჩვენ გვაქვს სტადიონზე პირველი თამაში. მოგახსენებთ, რომ დასრულებულია სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი, ამასთანავე მიდის სამუშაოები სატენდერო დოკუმენტაციაზე და სულ მალე გამოცხადდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სამუშაოების მეორე ეტაპი და დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენ გვექნება დასრულებული სტადიონი, რომელიც 5 ათას 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი. მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა ის პროექტი,რომელიც დაწყებულია ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლების, ცენტრალური ხლისუფლების მიერ აუცილებლად წარმატებით დასრულდება.“-განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
🔹ტრიბუნის მიმდებარედ, 1500 კვ. მ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგო.სამუშაოები კომპანია „ელიტა ბურჯმა „შეასრულა.
🔹ფოთის სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის თანხას მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოყოფს.მისი სავარაუდო ღირებულება 5 მილიონ 493 ათას ლარს შეადგენს.პროექტი კიდევ სამი ტრიბუნის აშენებას, სტადიონის ეზოსა და პარკინგების კეთილმოწყობას გულისხმობს.