პედაგოგებს მისალოცი ბარათები და თაიგულები სკოლებში გადაეცათ, ხოლო 16 მასწავლებელს წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება და ფულადი ჯილდო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ გადასცა. მანვე დამსწრე საზოგადოებას მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმად 2020 წლიდან სხვადასხვა კატეგორიის პედაგოგის ხელფასები გაიზრდება.
🔹2019 წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება მიენიჭა: ლელა ფესვიანიძეს(N1 საჯარო სკოლა), მაკა ვადაქარიას(N2 საჯარო სკოლა), ეკა ბუკიას(N 3 საჯარო სკოლა), მზია გვენეტაძეს(N4 საჯარო სკოლა), მირანდა ბერაიას (N5 საჯარო სკოკლა), ლიანა ჭედიას (N6 საჯარო სკოლა), ლალი სულამანიძესN7 საჯარო სკოლა), რუსუდან არზიანს(N8 საჯარო სკოლა), ნანა ბერაიას(N11 საჯარო სკოლა), მარინე პარუნაშვილს (N12 საჯარო სკოლა), ირმა კაპოსნიძეს(N 15 საჯარო სკოლა), ხათუნა გოგიას (შპს „გიმნაზია“), ნათელა ოჩიგავას(თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია), თამარ გვასალიას (წმ. ნიკოლოზის სახ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა), აზა შენგელიას(შპს ფიზიკა-მათემატიკის სკოლა), ნანა შომახიას(საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“).
🔹ქალაქ ფოთის პედაგოგიურ საზოგადოებას 209 უფროსი მასწავლებელი ყავს. მიმდინარე სასწავლო წელს 7 პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ერთს კი მენტორის სტატუსი მიენიჭა.
🔹საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო დიპლომი და სამკერდე ნიშანი გადაეცა მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგს ტარიელ გაგულიას, რომელიც 48 პედაგოგთან ერთდ, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლის პროგრამის მონაწილე გახდა. 🔹APM ტერმინალის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა საჯარო სკოლის 4 პედაგოგს: ნაილი გეგეჭკორს, მარინა მიმინოშვილს, ნინო კაკულიას, თეონა ცხვიტავას.