საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა,ფოთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან, ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ირაკლი კაკულიასთან ერთად დაათვალიერა.
🔹საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას დაფინანსებით ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი განათებით, ასევე 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ტექნიკური შენობა ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელებით, მწვრთნელების ოთახით, სამედიცინო ოთახით, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
🔹 მშენებლობა ივლისში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს სამშენებლო კომპანია “სფრინგ ქონსთრაქშენი”.პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.