🔹ფოთში, დევნილთა დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღის ეზოში პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში ბავშვთა სათამაშო მოედანი მოეწყო,რომელიც ქალაქ ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავამ მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან ერთად დაათვალიერა. 🔹დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშო ბაღი 2018 წელს აშენდა.
🔹საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივლისში პოლონეთის საელჩოსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო, პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და დევნილთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.
🔹ბაღი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ინვენტარით, შექმნილია ყველა პირობა მოზარდთა სრულფასოვანი აღზრდა-განათლებისათვის.
🔹მიმდინარე წელს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 5 სკოლამდელ დაწესებულებაში გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა.