🔹ფოთის ნავსადგურში გაზრდილმა ტვირთბრუნვამ, მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობამ, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, დამატებითი პრობლემები შექმნა, დასახლებულ ტერიტორიაზე ხმაურის მატებისა და მტვრის წარმოქმნის სახით. ადგილობრივი ხელისუფლების მოსახლეობასთან შეხვედრებზე, არაერთხელ გამოიკვეთა აღნიშნული პრობლემები.
🔹 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით არაერთხელ იქნა მოწვეული ექსპერტები ხმაურისა და მტვრის დონის ნორმასთან შესაბამისობის შესწავლის მიზნით.
🔹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ახალი, შემოვლითი გზის მშენებლობის გეგმაც, რომელიც ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მერის მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ, სახელმწიფო რწმუნებულთან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელიასთან და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად განიხილა. ადგილზე დაათვალიერეს ტერიტორია სადაც გაშენდება ახალი საავტომობილო გზა, რომელიც განტვირთავს მოძრაობას ნაბადის უბნის ქუჩებზე.
