🥇 დღეს, ქ. ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობა სამბოში ჭაბუკებს შორის, 65კგ. წონით კატეგორიაში, ფოთელი 18 წლის ელიზბარ თურქია ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 🇬🇪 ელიზბარ თურქიამ ფინალურ ორთაბრძოლაში რუსი გამოცდილი მოჭიდავე, მსოფლიო და ევროპის პრიზიორი დაამარცხა.
📍 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სპორტსმენს,მის მწვრთნელებს -კონსტანტინე ხუბუტიას, ზურაბ ძაძამიას და სკოლის მენეჯერეს გრიგოლ გუგუშვილს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ გამარჯვებებს უსურვებს.
