🔹სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
🔹ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. პროექტი სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების , ვენტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟს გულისხმობს.
🔹ლუდუკ ხასიამ და კონსტანტინე თოფურიამ მდინარე კაპარჭას მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც გაწმენდითი სამუშაოების მასშტაბური ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი მდინარე კაპარჭას 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს.
🔹დაიწყო კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა. პირველ ეტაპზე 2000 მეტრიანი ზოლის და მისასვლელი გზები რეაბილიტაცია და შიდა კომუნიკაციების მოწყობა მიმდინარეობს.
![ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/03/72460816_2644177415638318_353125034186768384_o.jpg)