დღეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია „ფოთის საკრებულოს“ და „აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს“ შორის თანამშრომლობის გაღრმავება; გამოცდილების გაზიარებით, ერთმანეთთან კოორდინაციით, ერთმანეთის რესურსების გაცვლითა და ხელშეწყობით თავისი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი დარჯანიამ და საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.
ხელმოწერის ცერემონიალი საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა.