🔹ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ნაბადის უბანში მოსახლეობას შეხვდნენ. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და პაატა ლაგვილავა, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფალიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებელთა პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცვნენ. მოსახლეობას მიდინარე და დაგეგმილი პროექტები წარუდგინეს.
🔹 ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით ფალიაშვილის, ჯავახიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე სიჩქარის მზომი კამერები მონტაჟდება, რაც დაარეგულირებს ქუჩებზე მძიმე წონიანი მანქანების მოძრაობის სიჩქარეს და შეამცირებს ხმაურის დონეს.
🔹მიმდინარეობს გარე განათების სისტემის ჩანაცვლება ლედ ნათურებით. ჯავახიშვილის ქუჩაზე ეწყობა საბავშვო მოედანი. იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახურავების კაპიტალური რემონტი, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
🔹ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოვლითი გზის თაობაზე ისაუბრეს, რომლის პროექტზე საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა. გზის მშენებლობას დეპარტამენტი დააფინანსებს, დასახლებული ტერიტორიის გვერდის ავლით მოხდება მძიმეწონიანი, ტვირთმზიდი ავტომობილების გადაადგილება.