17 ოქტომბერს ვეტერანთა დღე აღინიშნა, დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანიამ, საკრებულოს წევრებმა და მერის მოადგილე პაატა ლაგვილავამ. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნვეყოფს: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების სათანადო ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნას, საზოგადოების მიერ ვეტერანთა ღვაწლის და დამსახურების სათანადო აღიარებას, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ვეტერანთა პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობას, მათი სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობისათვის ღირსეული სათანადო პირობების შექმნას, სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა სახელების სადიდებლად და მათი საქმის უკვდავსაყოფად, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა მიმართ საზოგადოებაში ხსოვნის განმტკიცებისათვის მუდმივ ზრუნვას.
![ფოთში ვეტერანთა დღე აღინიშნა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/05/72527137_2819258931420402_1736380304823681024_o.jpg)