🔹ფოთში ახალი ქარხნის მშენებლობის საკითხი განიხილება.
🔹კორეული კომპანია HIP HOLDING ფოთში მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნას გეგმავს. ამ მიზნით ქალაქში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. დასაქმდება 1000 ადამიანი.
🔹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი კომპანია HIP HOLDING-ის ხელმძღვანელს ჯემს ჰონგსა და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
🔹საუბარი შეეხო საწარმოს გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეკონომიკურ ფაქტორებსა და გარემოზე ზემოქმედებას.
![ფოთში ახალი ქარხნის მშენებლობის საკითხი განიხილება](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/03/74524009_2648751305180929_1915770914000076800_o.jpg)