21 ოქტომბერს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21-ე რიგგარეშე მოწვევის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ და დამტკიცებულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი. სხდომაზე მიღებული დადგენილების შესაბამისად, ცვლილებები შევიდა 2019 წლის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ასევე ცვლილება შევიდა „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) მიერ დაფუძნებული და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №27/141 განკარგულებაში. სხდომაზე მიღებულ იქნა ორი დადგენილება და ორი განკარგულება.