ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდების იდეა ფოთს“. ფოთელ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი იდეებით მიეწოდებინათ ქალაქის ხელისუფლებისთვის, თუ რის აშენებას ისურვებდნენ ფოთში. პროექტის ფარგლებში 50-ზე მეტი იდეა იქნა დარეგისტრირებული. შემოსული წინადადებების განხილვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან გაიმართა. მეორე ეტაპი – იდეების გადარჩევას გულისხმობს. დადგინდება შემოსული იდეების შესაბამისობა პროექტის პირობებთან და განისაზღვრება იდეების განხორციელების სავარაუდო ღირებულება. შერჩევის ეტაპის გავლის შემდეგ, 30 ოქტომბერს, იდეები განთავსდება ხმის მიცემის პროცედურისთვის ვებ-გვერდზე:
idea.poti.gov.ge ხმის მიცემა დაიწყება 30 ოქტომბერს და დასრულდება 12 ნოემბერს. ხმის მიცემის პროცედურის დასრულებიდან 2 დღის ვადაში გამოვლინდება გამარჯვებული იდეები.