🔹 ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილესთან პაატა ლაგვილავასთან ერთად, კანოე ნიჩბოსნობაში საერთაშორისო რეგატაში გამარჯვებულ სპროტსმენებს მურმან მალანიას, გია გაბედავას, ლიდია სულაბერიძეს, ხოლო ბაიდარებით ნიჩბოსნობაში – ლუკა დობორჯგინიძეს და ილია ზარიძეს, აგრეთვე, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ჭიდაობა სამბოში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ მოჭიდავეს ელიზბარ თურქიას, მათ მწვრთნელებსა და სპორტული სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდა და მიღწეული წარმატებები მიულოცა.
🔹მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ჩატარდა საერთაშორისო რეგატა კანოეთ და ბაიდარებით ნიჩბოსნობაში, სადაც როგორც კანოეთ, აგრეთვე ბაიდარებით ნიჩბოსნობაში 200 მ და 500 მ დისტანციაზე წარმატებით იასპარეზეს კანოეთ ნიჩბოსნობაში – მურმან მალანიამ, გია გაბედავამ და ლიდია სულაბერიძემ, ხოლო ბაიდარებით ნიჩბოსნობაში – ლუკა დობორჯგინიძემ და ილია ზარიძემ. კანოეთ ნიჩბოსნობა:
🔹მურმან მალიანია გახდა საერთაშორისო რეგატის გამარჯვებული 200 მ.დისტანციაზე.
🔹გია გაბედავამ მოიპოვა მე-2 საპრიზო ადგილი 200 მ. დისტანციაზე.
🔹ლიდია სულაბერიძე გახდა მე-2 საპრიზო ადგილის მფლობელი 200 მ. და 500 მ. დისტანციებზე. ბაიდარებით ნიჩბოსნობა:
🔹ლუკა დობორჯგინიძემ მოიპოვა მე-3 საპრიზო ადგილი 200 მ. დისტანციაზე.
🔹ილია ზარიძემ ორ-ადგილიანი ბაიდარით მცხეთელ სერგი ბერიკაშვილთან ერთად მოიპოვა მე-2 ადგილი 500 მ. დისტანციაზე.
🔹11-14 ოქტომბერს კი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობა სამბოში ჭაბუკებს და ახალგაზრდებს შორის, სადაც წარმატებით იასპარეზა ფოთელმა მოჭიდავემ ელიზბარ თურქიამ. იგი 65 კგ წონით კატეგორიაში გახდა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.
🔹ელიზბარ თურქია გახლავთ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეთა შორის ერთადერთი, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა ჭაბუკებს შორის.