ფოთში სპორტის დამსახურებული მუშაკის, საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ კაპიტნის, პეტრე ზამბახიძის თასის მოსაპოვებლად, „პარკი არენაზე“ ფეხბურთში, რეგიონული ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა დაესწრო. ტურნირი 2006 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის ტარდება და მასში რეგიონის 8 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს. რეგიონული ტურნირი, პეტრე ზამბახიძის ოჯახის ინიციატივითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით იმართება. პეტრე ზამბახიძის თასის მოსაპოვებლად, გათამაშება 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და საპრიზო ფონდი 2000 ლარს შეადგენს.