ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით , საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა,რომელსაც მერის მოადგილე პაატა ლაგვილვა,პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრო. აღნიშნულ შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანა ცანავამ და მოწვეულმა ექსპერტმა „სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ცხვიტავამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.