ფოთის მუნიციპალიტეტში ენერგო ეფექტური სანათების მონტაჟი მიმდინარეობს. ქალაქის მთელს ტერიტორიაზე, ქუჩის გარე განათების მოძველებული ტექნოლოგიის და ამორტიზირებული ნათურები ახალი, ლედ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სანათებით ჩანაცვლება ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს გრძელვადიანი, ISO სტანდარტების შუქ-დიოდური 4288 ცალი ახალი სანათის, 66 ელ. კარადაში მართვის ბლოკების და შესაბამისი პროგრამული მართვის სისტემის მონტაჟს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სოდიუმის ნათურების ლედ ნათურებით შეცვლა ფინანსურ დანაზოგს მისცემს ქალაქს, როგორც ელ. ენერგიის ხარჯის 60 %-ით შემცირებით, ასევე საექსპლუატაციო ხარჯების დიდი დანაზოგით.