30 ოქტომბერს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22-ე მოწვევის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ და დამტკიცებულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული თოთხმეტი საკითხი. სხდომაზე მოსმენილ იქნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. ანგარიში ცნობად იქნა მიღებული. სხდომაზე მიღებული განკარგულების შესაბამისად, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექციას დაემატა მოადგილის შტატი შრომითი უსაფრთხოების საკითხებში. მიეცა თანხმობა ქალაქის მერს ა(ა)იპ ”ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაცია“ -ს“ დაფუძნებაზე. შევიდა ცვლილებები ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში. შესაბამისი უძრავი ქონება გადაეცათ: ა(ა) იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელს“ ა(ა) იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზს“ ა(ა) იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრს“ ა(ა) იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრს“ ა(ა) იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრს“ ა(ა) იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრს“ მიეცა თანხმობა ქალაქის მერს 26 მაისის ქ #7-ში მდებარე 28.0 კვ/მ არასასაცხოვრებელი ფართის სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით. სხდომაზე მიღებულ იქნა ერთი დადგენილება და ცამეტი განკარგულება.