ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია მოადგილეებთან ერთად სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. სამუშაო შეხვედრაზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პრიორიტეტების განსაზღვრასა და განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს. მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.