ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მხარდაჭერით, შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა შეხვედრა გამართა. ღონისძიებაზე შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის აქტუალური საკითხები, ევროკომისიისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „EMBLAS Plus”-ის ფარგლებში ჩატარებულ კვლევები იქნა განხილული. შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ შეხვედრას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა დაესწრო.