დღეს, 1 ნოემბერს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბაქარ ერაგია უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო 2020 წლის ბიუჯეტში უსინათლოთათვის გასათვალისწინებელ პროგრამებს. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც თოთოეულ მათგანს შესაძლებლობა ჰქონდა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა და მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები საკრებულოს წევრებისგან დეტალურად მოესმინათ.