კუნძულის სანაპირო ზოლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 000 მეტრიანი სანაპირო ზოლზე შიდა კომუნიკაციების მოწყობას, ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს. მისი მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობას, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. კუნძულის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება.