? პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ? ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია,სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა,საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია,მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები მოსახლეობას ჯიქიას, მემედ აბაშიძის,მშვიდობისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე შეხვდნენ. ? შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის,გარე ფასადების, შიდა გზების და სანიაღვრე სისტემის პრობლემები. ადგილობრივებმა, ასევე მოითხოვეს შიდა ეზოებისა და მინი სტადიონების რეაბილიტაცია. ხელისუფლების განცხადებით არსებული პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. ?ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება. ადგილობრივებს ინფორმაცია მიეწოდა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებზე.