▶️ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, მოადგიელე აკაკი დარჯანია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები: სამსონ კუტალია, თორნიკე კირთაძე, თორნიკე შონია, თორნიკე ხარჩილავა, ბექა ვაჭარაძე, ჯემალ მიგინეიშვილი, ხვიჩა ცხვიტარია, ზურა ჩაჩუა, ზვიად დგებუაძე, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა და მერის მოადგილეები „ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობას ჯიქიას, მემედ აბაშიძის,მშვიდობისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე შეხვდნენ.
▶️შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის,გარე ფასადების, შიდა გზების და სანიაღვრე სისტემის პრობლემები. ადგილობრივებმა, ასევე მოითხოვეს შიდა ეზოებისა და მინი სტადიონების რეაბილიტაცია. ხელისუფლების განცხადებით არსებული პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.
▶️ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება. ადგილობრივებს ინფორმაცია მიეწოდა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებზე.