? პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ? ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია,საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია,მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები მოსახლეობას ჭავჭავაძის,ჩხეიძის,8 მარტის და აკაკის ქუჩებზე შეხვდნენ. ? შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის,გარე ფასადების, შიდა გზების და სანიაღვრე სისტემის პრობლემები. ადგილობრივებმა, ასევე მოითხოვეს შიდა ეზოებისა და მინი სტადიონების რეაბილიტაცია. ხელისუფლების განცხადებით არსებული პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. ?ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება. ?2019 წელს ფოთში დასრულდა ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, გადაიხურა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ნაწილი და კეთილმოეწყო ეზოები, განხორციელდა ლიფტების რეაბილიტაცია, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყო საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო სივრცეები, განხორციელდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაზიფიცირება, კოსტავას ქუჩაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები. ? მიმდინარეობს საცურაო აუზისა და მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, კუნძულის სანაპირო ზოლის მოწყობა, გარე განათების ქსელის ლედ-სანათებით ჩანაცვლების პროექტი, თეატრის შენობის რეაბილიტაცია, მდინარე კაპარჭის გაწმენდითი სამუშაოები, საფეხბურთო სკოლის მშენებლობა. ადგილობრივებს ინფორმაცია მიეწოდა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებზე.