🔹 ქალაქ ფოთში დღეს ამერიკელი კონგრესმენები იმყოფებოდნენ. მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან, ქალაქ ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან, მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასთან ერთად პორტში „პეის ტერმინალსის“ ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება.
🔹ადამ კინზინგერმა და ალექსანდერ მუნიმ ფოთის პორტის პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და აქცენტი ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელობაზე გააკეთეს.
🔹„ფოთის ახალი პორტი „პეის ტერმინალსი” 18 თვეში მიიღებს გემებს, რომელსაც ექნება საშუალება მინიმუმ 50 ათასი ტონა ტვირთამწეობის ტვირთი გაიტანონ ექსპორტზე ამერიკის, კანადის, სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, რაც გამოიწვევს ტარიფების დაწევას და იგი ბევრად უფრო მისაღები იქნება დამკვეთებისთვის. ამერიკული ინვესტიციის განხორციელება გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, მოიტანს 2 ათასამდე სამუშაო ადგილს და ცხადია, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს“, – განაცხადა „პეის ტერმინალსის” ერთ- ერთმა დამფუძნებელმა, სოსო დოლიძემ.
🔹ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში იმყოფებიან.
🔹ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. რაც ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარია. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC – ის ინვესტიციაა.